„მოსახლეობას აჯერებენ, რომ თითქოს მიწა იყიდება, ეს არის ტყუილი და სიცრუეზე აგებული კამპანია“
By

„მოსახლეობას აჯერებენ, რომ თითქოს მიწა იყიდება, ეს არის ტყუილი და სიცრუეზე აგებული კამპანია“

,,იგლ ჰილსის“ ინვესტიციასთან დაკავშირებით საზოგადოებისა და ოპოზიციის მხრიდან არაერთგზის გამოთქმულ კრიტიკას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი გამოეხმაურა: ეს ინვესტიცია არის საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ინვესტიცია“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, სწორედ ამ ინვესტიციის წყალობით, ყოველწლიურად სულ მცირე ნახევარი მილიარდი ემატება ბიუჯეტს და მსგავსი პროექტები არაერთ ქვეყანაში განხორციელებულა.

„გარდა იმისა, რომ დუბაის აღმშენებლობაში, ტურიზმის და ეკონომიკის განვითარებაში „ემაარი“ არის მთავარი აქტორი და ის ინვესტიცია, კრიტიკოსებს შეუძლიათ არაერთ საერთაშორისო დონეზე განხორციელებულ ინვესტიციებს გადაავლონ თვალი. მოსახლეობას აჯერებენ, რომ თითქოს მიწა იყიდება, ეს არის ტყუილი და სიცრუეზე აგებული კამპანია.

იყო სპეკულაცია, რომ თითქოს არაბიზაცია მოხდება, ესეც სრული სიცრუეა. მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფომ კიდევ უფრო მეტად გაამკაცრა საემიგრაციო პოლიტიკა და ის ძლიერი ბერკეტები, რაც არის საემიგრაციო პოლიტიკის ნაწილში, აქვს სახელმწიფოს ძალიან მკაფიოდ და ძლიერად“, – თქვა მარიამ ლაშხმა.

  • No Comments
  • ნოემბერი 27, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *