მოსახლეობა სასურველ პროექტებს ირჩევს
ქედის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ 750 ათასი ლარია მობილიზებული. დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.
პროგრამის ფარგლებში, შეხვედრები 8 აპრილის ჩათვლით მუნიციპალიტეტის 64-ვე სოფელში გაიმართება, რომლის მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობა და სოფლის პრიორიტეტული საჭიროებების განსაზღვრა.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ ითვალისწინებს მოსახლეობის მიერ ინიცირებული პროექტების შერჩევას, სოფლის მცხოვრებლები კენჭს უყრიან მათთვის მნიშვნელოვან პროექტებს.
პროგრამის ფარგლებში, ძირითადად ფინანსდება შიდა სასოფლო გზების მოწესრიგება, გარე განათების მოწყობა, სასაფლაოების შემოღობვა, სკვერების რეაბილიტაცია, მინი-სპორტული ინფრასტრუქტურისა და საზოგადოებრივი თავშეყრის სივრცეების მოწყობა.
სოფლის კრებებს ესწრებიან ქედის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა თურმანიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე, მერის და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, საკრებულოს წევრები და შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები.
თამაზ მგზავრიძე
გალერეა

