
By
მოტოშოუმ 5000-მდე მაყურებელი შეკრიბა
ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარედ, Red Bull FMX Jam-ი, ფრისტაილ მოტოკროსის შოუ გაიმართა. ხმაურიანმა მოტოშოუმ კოშკის წინ 5000-მდე მაყურებელი შეკრიბა.
შოუ ქართული ბენდის Circus Mircus-ის კონცერტით გაიხსნა და ფრისტაილ მოტოკროსის სანახაობით გაგრძელდა. სპორტსმენები ხოსე მინჩა, მარიონ ლუკას სანსი და ტროი ვერბუხი ექსტრემალურ ნახტომებსა და ილეთებს ერთმანეთის მიყოლებით ასრულებდნენ. შესვენების დროს კი ბათუმის ღირსშესანიშნაობების თავზე, ესპანელმა აკროპილოტმა ჰორაციო ლორენსმა პარამოტორით იფრინა.