19 C ბათუმი
Wednesday 2nd July 2025
მრავალეროვნული სწავლება საქართველოში
By

მრავალეროვნული სწავლება საქართველოში

2023 (მტკიცე სული 2023) – ასე ჰქვია ნატოს საერთაშორისო სამხედრო წვრთნებს, რომელიც კრწანისის პოლიგონზე 21 აგვისტოს გაიხსნა და პირველი სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს, ასევე თურქეთის ტერიტორიაზე ჩატარდება. როგორც ნატოს წევრი, ისე პარტნიორი ქვეყნებიდან ვარჯიშში 21 ქვეყნის 3 500-3 600 სამხედრო მონაწილეობს, მათ შორის 1 900 ქართველი.
წვრთნების მიზანი ნატოს ქვეყნებსა და პარტნიორებს შორის ერთობლივი უსაფრთხოების ოპერაციებისა და ურთიერთთანამშრომლობის დახვეწაა. წვრთნების ფარგლებში სამხედროები იმიტირებულ საბრძოლო გარემოში დავალებების შესრულებაზე იმუშავებენ. მრავალეროვნულ სწავლებას საქართველო უკვე მე-11-ედ მასპინძლობს და მას კვლავ თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობა ხელმძღვანელობს.

  • No Comments
  • აგვისტო 22, 2023

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *