მსოფლიოში ნავთობის ფასები შემცირდა და ბრენტის ტიპის ბარელი ნავთობი 87.8 დოლარი ღირს.
By

მსოფლიოში ნავთობის ფასები შემცირდა და ბრენტის ტიპის ბარელი ნავთობი 87.8 დოლარი ღირს.

,,ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარი ქმედებების გამო ბრენტის ტიპის ბარელი ნავთობის ფასი რამდენიმე დღის წინ 120 დოლარამდე გაიზარდა, რის შემდეგაც კლების ტენდენცია შეინიშნება. ფასების შემცირების მიუხედავად, ბრენტის ტიპის ბარელი ნავთობის ფასი კვლავ უფრო მაღალია, ვიდრე ომის დაწყებამდე იყო. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) წევრები, ასევე, განიხილავენ ნავთობის რეზერვების პოტენციურად გამოშვების გეგმას ფასების შესამცირებლად, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. აზიის საფონდო ბირჟებზე აღდგენის ნიშნებია. სამხრეთ კორეის Kospi ინდექსი 2.5 პროცენტით გაიზარდა, ხოლო იაპონიის Nikkei 225 – თითქმის 2 პროცენტით,“ – ვკითხულობთ „ბი-ბი-სის“ ის სტატიაში.

 

  • No Comments
  • მარტი 11, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *