მსოფლიო თასი დასასრულს უახლოვდება
By

მსოფლიო თასი დასასრულს უახლოვდება

ბათუმში დასასრულს უახლოვდება ფიდეს ქალთა მსოფლიო თასის გათამაშება, რომელსაც სასტუმრო „ბელაჯიო“ მასპინძლობს.

ტურნირში, რომლის საერთო საპრიზო ფონდი 691 250 ამერიკული დოლარია, 46 ქვეყნის 107 მოჭადრაკე ასპარეზობს. საქართველოდან მასში შვიდი სპორტსმენი მონაწილეობდა. სამწუხაროდ, ტურნირს ყველა გამოეთიშა. თასის მფლობელი მოჭადრაკე 50 000 დოლარით დაჯილდოვდება. სხვადასხვა ოდენობის ფულადი ჯილდო მაღალ საფეხურზე მყოფ სხვა მოჭადრაკეებსაც გადაეცემა. ფინალისთვის ბრძოლას ორი ჩინელი და ორი ინდოელი აგრძელებდა. ერთი ფინალისტის ვინაობა ცნობილია, ის ინდოელი დივია დეშმუხია.
დღეს 15 საათზე, ფინალურ ეტაპში, ტაი-ბრეიქში, ერთმანეთს ჩინელი ლეი ტინგში და ინდოელი ჰამპი კონერუ დაუპირისპირდებიან. ორი პარტიისაგან შემდგარ მატჩში გამარჯვებული მოჭადრაკეები პირველი და მეორე ადგილისთვის იბრძოლებენ, დამარცხებულები კი ბრინჯაოსთვის.
ფინალი 28 ივლისს გაიმართება, გამარჯვებულიც გამოვლინდება და საღამოს ჩემპიონატიც ოფიციალურად დაიხურება.

 

 მანანა ძიძიშვილი

 

 

  • No Comments
  • ივლისი 24, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *