„მსოფლიო პოპულარული მუსიკა“ – ბათუმში
By

„მსოფლიო პოპულარული მუსიკა“ – ბათუმში

„ბათუმი – საქართველოს კულტურის დედაქალაქი 2025“-ის ფარგლებში კიდევ ერთი საღამო გაიმართა. ამჯერად ბათუმელები და ქალაქის სტუმრები ღონისძიებაზე ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიურმა ორკესტრმა და მისმა მთავარმა დირიჟორმა დავით მუქერიამ მიიწვიეს.

აღნიშნული პროექტი აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება და წლის ბოლომდე გაგრძელდება. ის სხვადასხვა შემოქმედებით ღონისძიებას აერთიანებს. მისი მიზანი კი რეგიონის კულტურული პოტენციალისა და ტრადიციების წარმოჩენა, პოპულარიზაცია, ადგილობრივი მოსახლეობისა და ვიზიტიორებისთვის მრავალფეროვანი პროგრამების შეთავაზებაა.

კლასიკური მუსიკის საღამოზე საინტერესოდ შედგენილმა პროგრამამ და ორკესტრანტთა მაღალპროფესიონალურმა შესრულებამ კლასიკური მუსიკის მოყვარულთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

საღამოს „მსოფლიო პოპულარული მუსიკა“ ეწოდებოდა და დარბაზში მსოფლიო მუსიკის შედევრები გაჟღერდა – კანდერის – „ნიუ-იორკი“, სენ-სანსის – „ბაკქანალია“, ბერნტაინის – „კანდიდი“ და „შესანიშნავი შვიდეული“, მაკარტნის – „გუშინ“, ჩაპლინის – „ტიტინა“, ჰერმანის – „ჰელოუ დოლი“… კონცერტზე ერთი ქართული ნაწარმოებიც შესრულდა – ვიქტორ დოლიძის „ბაღდადური“.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში პირველად, სწორედ იმ საღამოზე მოისმინა ქართველმა მსმენელმა მექსიკელი კომპოზიტორის ხოსე პაბლო მონკაიოს ნაწარმოები – „ჰუაპანგო“.

მსოფლიო პოპულარული მუსიკის კონცერტი მსმენელმა გულთბილად მიიღო.

მანანა ძიძიშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

  • No Comments
  • ივლისი 22, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *