19 C ბათუმი
Tuesday 1st July 2025
მუნიციპალური პირველობა – ჭადრაკში
By

მუნიციპალური პირველობა – ჭადრაკში

ცოტნე ცაბაძე 27 48 94 –

ჭადრაკი ხულოში პოპულარობას არ კარგავს. თვითმმართველობის ადგილობრივი ორგანოების ძალისხმევით, დიდაჭარაში მალე დაიწყება ჭადრაკის სასახლე „ნონას“ სარემონტო სამუშაოები.  მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელების, სკოლებისა და სასპორტო სკოლის  დირექტორების ორგანიზებით, ჭადრაკში გოგონებსა და ვაჟებს შორის მუნიციპალური ჩემპიონატი ჩატარდა, რომელშიც სხვადასხვა სკოლის 90 მოსწავლე ასპარეზობდა.

გამარჯვებულებს მედლები, თასები, სიგელები და ფულადი ჯილდოები მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ჯამბულატ მელაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძემ და სხვა ხელმძღვანელებმა გადასცეს.

  • No Comments
  • იანვარი 29, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *