
By
მუნიციპალური სასადილოების შემოწმება დაიწყო
მუნიციპალური სასადილოების გეგმური მონიტორინგის მესამე ეტაპი დაიწყო. ლაბორატორიამ მზა კერძების კალორიულობაზე, ჭურჭლის რეცხვისა და დასუფთავების ხარისხზე საანალიზო ნიმუშები აიღო, ასევე, განხორციელდა ნედლეული კვების პროდუქტების ნიმუშების აღება ქიმიურ და ბაქტერიოლოგიურ კვლევაზე.
მუნიციპალური ინსპექცია დაწესებულებებს, გეგმურად, წელიწადში 4 -ჯერ, ყოველ კვარტალში ამოწმებს. მონიტორინგს ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის სანიტარიული ზედამხედველობის განყოფილება შპს „მეგატესტთან“ ერთად ახორციელებს.
გალერეა

