
By
მუნიციპალურ ავტობუსებში მგზავრობის საფასურის გადახდა უკვე ,,თიბისი“ ბანკის პლასტიკური ბარათითაც შეგიძლიათ
ხატია იაშვილი 555 18 48 88 –
დღეიდან ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში „თიბისი“ ბანკის ნებისმიერი პლასტიკური ბარათითაა შესაძლებელი მგზავრობის საფასურის გადახდა. „საქართველოს ბანკის“ გარდა როგორც „ავტოტრანსპორტში“ აცხადებენ, ნებისმიერი ბანკის ბარათით გადახდაზეც უკვე მუშაობენ და უახლოეს პერიოდში ეს მომსახურებაც დაემატება.
გადახდის ახალი სისტემის პარალელურად ძალაში დარჩა საქალაქო ავტობუსებით შეღავათიანი თუ უფასოდ მგზავრობის არსებული წესი. შესაბამისად, მოქმედებს ასეთი მგზავრობისთვის განკუთვნილი სპეციალური პლასტიკური ბარათები.
ბათუმში უბილეთოდ მგზავრობისთვის ჯარიმა 20 ლარია. ავტობუსებში მგზავრობის საფასურის გადახდას ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები აკონტროლებენ.