
By
მუნიციპალურ ტრანსპორტში საფასურის გარეშე გადაადგილების 8062 შემთხვევა გამოვლინდა
ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მგზავრთა ნაკადების ზედამხედველობის განყოფილებამ მიმდინარე წელს მუნიციპალურ ტრანსპორტში საფასურის გარეშე გადაადგილების 8062 შემთხვევა გამოავლინა. ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ცნობით, მგზავრი ვალდებულია, მგზავრობის საფასური საზოგადოებრივ ტრანსპორტში ასვლისთანავე გადაიხადოს. უწყება უბილეთო მგზავრობაზე მონიტორინგს რამდენიმე ლოკაციაზე ყოველდღიურად ახორციელებს.
გალერეა
