
,,მუსიკა – ბათუმიდან”
საავტორო მუსიკის რადიოფესტივალი ,,მუსიკა – ბათუმიდან” 16 აგვისტოს გაიხსნა. პროექტი აჭარის კულტურის სამინისტროს ფესტივალების საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია. მისი მიზანია მუსიკის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია, საავტორო მუსიკის შემქმნელი დამწყები და ცნობილი ავტორ-შემსრულებლების მხარდაჭერა.
მუსიკალური ღონისძიებები საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის რადიოს წინ, სპეციალურად მოწყობილ ღია სცენაზე, ყოველ საღამოს, 20:30 საათზე იმართება. სცენა ეთმობა ხელოვანებს, რომლებიც საავტორო მუსიკას ქმნიან.
პირველ საფესტივალო დღეს მსმენელის წინაშე საკუთარი შემოქმედებით ჯგუფი ,,ნუ მიეყრდნობით“ და მუსიკოსი ირაკლი ფაღავა წარსდგნენ. ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება 24 აგვისტოს ქედაში, ფრიდონ ხალვაშის სახელობის სკვერში გაიმართება.
„მუსიკა – ბათუმიდან“ აჭარის კულტურის სამინისტროსა და ქალაქ ბათუმის მერიის მხარდაჭერით იმართება. მუსიკალური საღამოები 19 აგვისტომდე გაგრძელდება.
გალერეა


