
By
მშვიდობა რუსეთის პირობებით-ზახაროვა საქართველოს აფხაზეთთან და ცხინვალთან ძალის არაგამოყენებაზე ხელმოწერას სთხოვს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე განცხადება გააკეთა და აღნიშნა: „საქართველომ ხელი უნდა მოაწეროს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას“. მან ასევე განაცხადა: „საქართველო-აფხაზეთის და საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვრების დელიმიტაციის დაწყება და შემდგომი დემარკაცია ხელს შეუწყობს აფხაზეთის, საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო რაიონებში სიტუაციის სტაბილიზაციას. შესაძლოა, სამშვიდობო შეთანხმებაზე პროგრესი იქნას მიღწეული იმ ფონზე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სააკაშვილის მიერ სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ აგრესია აღიარა“, – თქვა მარია ზახაროვამ.