
By
მშვილდოსნები მადრიდში იასპარეზებენ
გუშინ საქართველოს ეროვნული ნაკრები მშვილდოსნობაში ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გაემგზავრა, სადაც მსოფლიო თასის მესამე ეტაპში მიიღებს მონაწილეობას
ნაკრებში აჭარიდან ორი სპორტსმენია, გოგონა და ვაჟი – ციკო ფუტკარაძე და ჯაბა მოსეშვილი. დღეს მშვილდოსნები ვარჯიშობენ, ხვალ ოფიციალური შეჯიბრება დაიწყება, რომელიც ხუთ დღეს გაგრძელდება.
ასპარეზობა 70 მეტრ დისტანციაზე გაიმართება, ეს ოლიმპიური დისტანციაა. ორივე მშვილდოსნის პირადი მწვრთნელია თამაზ ფუტკარაძე.
ციკო ფუტკარაძე გახლავთ საქართველოს ჩემპიონი, საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპების გამარჯვებული. ასევე წარმატებული სპორტსმენია ჯაბა მოსეშვილი.
მანანა ძიძიშვილი