
By
მხარეებმა თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს
აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსთან თეა ჭანტურიშვილთან ერთად, გლობალური საერთაშორისო Multiversity ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტ დავიდ ვანოცის და პროფესორ ლორენცო ფიორიტოს შეხვდა.
მხარეებმა განათლების სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს და ხაზი გაუსვეს საერთაშორისო პარტნიორობის განვითარების მნიშვნელობას.
ცნობისთვის, Multiversity ჯგუფმა 2025 წლის 11 ივნისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
Multiversity-ის ხუთ უნივერსიტეტში წლიურად 240 ათასი სტუდენტი ჰუმანიტარული, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით განათლებას იღებს.