By
მხარი დაუჭირეს ქართული დიპლომატიური პასპორტების ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას
ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა მხარი დაუჭირეს ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას. გადაწყვეტილების წინააღმდეგ მხოლოდ უნგრეთი და სლოვაკეთი წავიდნენ. ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ოფისის რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისივე ინფორმაციით, გადაწყვეტილება ძალაში მარტის დასაწყისში შევა.