18 C ბათუმი
Monday 23rd June 2025
By

მხატვრული ლიტერატურა საჯარო სკოლებისთვის

ნანა აბულაძე: 577 20 35 95 – საჯარო სკოლების მატერიალური ბაზის გაუმჯობესების პროგრამის ფარგლებში, 2020 წელს აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ 15 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 8560 ცალი სხვადასხვა დასახელების მხატვრული ლიტერატურა შეიტანა. ამისთვის ბიუჯეტიდან 65210.80 ლარი დაიხარჯა. სამინისტროს ინფორმაციით, წელს წიგნის ფონდი განახლდა ბათუმის N№23, N№27, N№29, N№2 საჯარო სკოლებში, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლების ბრილისა და ნაღვარევის საჯარო სკოლებში. ახალი წიგნები შეიტანეს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კვატიის, თხილვანისა და ძმაგულის საჯარო სკოლებში. წიგნების მარაგით გამდიდრდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლების – განთიადის, მარადიდისა და თხილნარის (N№1) საჯარო სკოლები, ასევე ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N№2, ცეცხლაურის N№1 და ჭახათის საჯარო სკოლები. სამინისტრო აღნიშნულ პროგრამას 2013 წლიდან ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც სულ უწყებამ 135 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა განაახლა წიგნადი ფონდით.]]>

  • No Comments
  • მაისი 22, 2020

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *