By
ნათლისღების დღესასწაული – სხალთის ეპარქიაში
სხალთის ეპარქიაში ნათლისღების დღესასწაული აღინიშნა. რთული ამინდის მიუხედავად, ყველა მოქმედ ტაძარში მრევლი მივიდა. დაბა შუახევში, ახლად ამოქმედებულ ტაძარში წირვა-ლოცვა სხალთის ეპარქიის მთავარეპისკოპოსმა მეუფე სპირიდონმა მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა. მანვე წყალკურთხევის რიტუალი ჩაატარა. ნაკურთხი წყალი მომლოცველებმა ოჯახებში წაიღეს. ჩატარდა ნათლობა.
– უფლის ნებით, მართლმადიდებლობას გიგა მახარაძესთან ერთად ვეზიარე, – გვითხრა სოფელ ჯაბნიძეების მკვიდრმა დარინა ზოსიძემ.
ცოტნე ცაბაძე
გალერეა


