„ნამეფვარობა“- პერანგას მთაზე
By

„ნამეფვარობა“- პერანგას მთაზე

ქედის მუნიციპალიტეტის ცხმორისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებიდან, მთა პერანგაზე გადასვლით, შესაძლებელია ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხინოში ჩასვლა. რამდენიმე წელია ეს საცალფეხო გზა ტურისტულ მარშრუტებში შედის. მარშრუტმა მეტი დანიშნულება მის შემდეგ შეიძინა, როცა ახოელების ინიციატივითა და ქედის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის მხარდაჭერით, სახალხო დღესასწაული „ნამეფვარობა“ წამოიწყეს. ინიციატორთაგან, დღეს მხოლოდ სამი შემორჩა წუთისოფელს.

ტოპონიმი „ნამეფვარი“ მეფეთა მეფე თამარს უკავშირდება. იგი ლაშქართან ერთად ტაო – კლარჯეთიდან რომ ბრუნდებოდა, ამ ტერიტორიაზე დაბანაკებულა. მას შემდეგ ადგილობრივები ამ მშვენიერ ადგილს ,,ნამეფვარსაც“ უწოდებენ. ტერიტორიას გამრჯე ქედელის ხელი ეტყობა. ახოელები წლებია აქ პირუტყვსაც აბინავებენ და სახნავ-სათესი ფართობებიც აქვთ. მოსავალს არც წელს ემდურიან.

სახალხო დღესასწაული ახოელებსა და მათ სტუმრებს ქედის მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარე მამუკა თურმანიძემ, თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა მიულოცეს.

ზეიმის მხატვრულ პროგრამაში ქედის კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორულ ანსამბლ ,,ელესას“, ცხმორისის კულტურის სახლთან არსებულ ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,ფესვების“ მომღერალ-მოცეკვავეები და ინდივიდუალური შემსრულებლები მონაწილეობდნენ.

ცოტნე ცაბაძე

  • No Comments
  • სექტემბერი 15, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *