19 C ბათუმი
Wednesday 2nd July 2025
ნარინჯისფერი რთველი – აჭარაში
By

ნარინჯისფერი რთველი – აჭარაში

ხატია იაშვილი: 555 184 888 –

აჭარაში ნარინჯისფერი რთველი აქტიურ ფაზაშია. როგორც ცნობილია, მოსავლის აღება-დაბინავების ორგანიზებისთვის აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, შეიქნმა ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი, საიდანაც მოსავლის ჩაბარების პარალელურად ხორციელდება მანდარინის ექსპორტი. ბათუმის პორტიდან ბორანი ,,კაუნასი’’ კვირაში ორჯერ (პარასკევს, შაბათს) უკრაინის მიმართულებით გადის. აჭარის სოფლის მეურნეობის მისნისტრ გიორგი სურმანიძის პროგნოზით, წელს მანდარინის მოსავლის რაოდენობა 40 ათას ტონამდე იქნება. პროდუქტი მაღალი ხარისხით გამოირჩევა, რაც შესაბამის საბაზრო ფასს განაპირობებს. ,,წელს, აჭარაში 40 ათას ტონა ციტრუსის მოსავალს ველოდებით, რაც გასულ წელთან შედარებით 20 ათასი ტონით ნაკლებია. თუმცა გაზრდილია ხარისხობრივი მაჩვენებელი და შესაბამისად, ველოდებით ფასის ზრდასაც. რაც შეეხება მოსავლის კლებას, ეს განპირობებულია ორი ფაქტორით. პირველია მეწლეურობა, რაც ახასიათებს არა მხოლოდ ციტრუსს, არამედ ყველა მრავალწლოვან კულტურას და მეორეა ანომალიური ყინვები ქობულეთის დაბალ ზონაში, ზღვის დონიდან 50 მეტრ სიმაღლემდე, რის შედეგადაც თებერვალში ციტრუსი დაზიანდა და ამან გამოიწვია მოსავლის შემცირება“,- აცხადებს მინისტრი.

  • No Comments
  • დეკემბერი 11, 2020

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *