By
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირები: 1989 წელს დაბადებული ბ. ვ და 1980 წელს დაბადებული ზ.ბ. დააკავეს.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“. პოლიციამ ორივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.
გალერეა
