ნარკოტიკის რეალიზაციისთვის უკრაინის მოქალაქე დააკავეს
By

ნარკოტიკის რეალიზაციისთვის უკრაინის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, 1979 წელს დაბადებული უკრაინის მოქალაქე ა.ა. დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბათუმში, ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ასევე, სხვადასხვა ადგილიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს 55 შეკვრა სარეალიზაციოდ დაფასოებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“. დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი ბინიდან, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკის დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 19-260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • No Comments
  • თებერვალი 3, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *