
By
ნატოს 2026 წლის სამიტი თურქეთის დედაქალაქ ანკარაში გაიმართება
ნატოს 2026 წლის სამიტი 7-8 ივლისს, თურქეთის დედაქალაქ ანკარაში გაიმართება ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა.
რუტემ მადლობა გადაუხადა თურქეთს ამ მნიშვნელოვანი შეხვედრის მასპინძლობისთვის.
„თურქეთი, 70 წელზე მეტია, ნატოს ძლიერი მოკავშირეა და ფასდაუდებელი წვლილი შეაქვს ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში. ჩვენს შემდეგ სამიტზე ლიდერები გააგრძელებენ ნატოს უფრო ძლიერ და სამართლიან ალიანსად გადაქცევას, რომელიც მზადაა, უპასუხოს ჩვენი უსაფრთხოებისთვის კრიტიკულ გამოწვევებს“, – აღნიშნა რუტემ.
ეს ნატოს მეორე სამიტი იქნება, რომელსაც თურქეთი უმასპინძლებს. 2004 წელს სამიტი სტამბოლში გაიმართა.