19 C ბათუმი
Sunday 20th July 2025
ნატოში აშშ-ის ელჩი – უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე
By

ნატოში აშშ-ის ელჩი – უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე

აშშ ცდილობს უკრაინაში იარაღის სწრაფად მიწოდებას პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გეგმის შესაბამისად, რომელიც ევროპას იარაღის შესყიდვისკენ მოუწოდებს და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების საკუთარი მარაგებიდან გაყიდვას განიხილავს, -ამის შესახებ ნატოში ვაშინგტონის წარმომადგენელმა მეთიუ უიტაკერმა განაცხადა.

„ჩვენ ყველანი სწრაფად ვმოქმედებთ ამის ხელშეწყობისა და განხორციელების მიზნით და ვფიქრობ, რომ საქმე ძალიან სწრაფად მიდის. მაგრამ ვერ დავადასტურებ თარიღს, თუ როდის დასრულდება ეს ყველაფერი“, – განაცხადა ნატოში აშშ-ის ელჩმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ორშაბათს განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა და ნატომ მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, ალიანსის ევროპული სახელმწიფოები ამერიკული იარაღის – განსაკუთრებით კი Patriot-ის სარაკეტო სისტემების – შეძენას და კიევისთვის გადაცემას გეგმავენ, თუმცა კითხვები გაჩნდა იმასთან დაკავშირებით, თუ საიდან შევა ეს სისტემები და რამდენად მალე მოხვდება უკრაინის ტერიტორიაზე რუსული დაბომბვების ფონზე.

 

 

  • No Comments
  • ივლისი 18, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *