„ნაციონალური მოძრაობა“ – გამარჯვებისთვის აუცილებელია საზოგადოებრივ-პოლიტიკური ერთიანობა
By

„ნაციონალური მოძრაობა“ – გამარჯვებისთვის აუცილებელია საზოგადოებრივ-პოლიტიკური ერთიანობა

„ნაციონალური მოძრაობა “ განცხადებას ავრცელებს, სადაც თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ყველა საპროტესტო თარიღი არის ბრძოლის ხაზი, რომელზეც გადის საქართველოს გამარჯვება.
„ადგილობრივ არჩევნებად წოდებული 4 ოქტომბრის რუსული სპეცოპერაციის დელეგიტიმაცია მასში არმონაწილეობით მნიშვნელოვანი პოლიტიკური ამოცანა იყო, რომელიც ართანამშრომლობის მომხრე რვა პოლიტიკურმა პარტიამ ერთიანი პოზიციითა და მოქმედებებით მკაფიოდ გამოხატა. ჩვენი ეს საერთო მიზანი მიღწეულია და ამაში ლომის წილი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მიუძღვის.
რაც შეეხება სამომავლო თანამშრომლობას, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იყო, არის და იქნება ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ დემოკრატიული პოლიტიკური ძალების კონსოლიდაციის მომხრე და გააგრძელებს ურთიერთობას ყველა დემოკრატიულ ძალასთან, გარდა ცალკეული ინდივიდებისა, რომელთა ქმედებები სცდება ყოველგვარ ეთიკურ ნორმებს.
დღეს ქვეყნის ბედს, რეჟიმის საერთაშორისო იზოლაციასთან ერთად, ქუჩის პროტესტი გადაწყვეტს. ამიტომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აგრძელებს ბრძოლას და მხარდამჭერების მობილიზაციას 13 სექტემბრის, 27 სექტემბრის, 4 ოქტომბრის აქციებისთვის. ყველა საპროტესტო თარიღი არის ბრძოლის ხაზი, რომელზეც გადის საქართველოს გამარჯვება.
გამარჯვებისთვის აუცილებელია საზოგადოებრივ-პოლიტიკური ერთიანობა, საზოგადოების დაყოფისა და დაპირისპირების ნებისმიერი მცდელობა ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აგრძელებს ბრძოლას ქართველ ხალხთან ერთად და ეს ერთიანი ძალისხმევა აუცილებლად საერთო ეროვნულ გამარჯვებას მოიტანს!“ – აღნიშნულია განცხადებაში.

  • No Comments
  • სექტემბერი 1, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *