19 C ბათუმი
Wednesday 2nd July 2025
ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობით შეეცვალა
By

ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობით შეეცვალა

საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობით შეუცვალა. შუამდგომლობა დღეს პროცესზე პროკურატურამ დააყენა. ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ დღევანდელ პროცესზე არ გამოცხადდა.
გვარამიას პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო გქონდა შეფარდებული. იგი აცხადებდა, რომ გირაოს არ გადაიხდიდა. გირაოს გადახდის ვადა კი 7 ივნისს ამოიწურა.
`კოალიცია ცვლილებისთვის~ ლიდერის წინააღმდეგ საქმე 349-ე მუხლით არის აღძრული. აღსანიშნავია, რომ იგი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან თავად მივიდა.

  • No Comments
  • ივნისი 30, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *