ნიკოლ ფაშინიანსა და  ირაკლი კობახიძეს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
By

ნიკოლ ფაშინიანსა და  ირაკლი კობახიძეს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის ინფორმაციით, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
„ნიკოლ ფაშინიანმა თავის კოლეგას 8 აგვისტოს აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებების შედეგები გააცნო, კერძოდ, „სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების შესახებ შეთანხმება“, ეუთოს მინსკის ჯგუფის მექანიზმების დაშლის შესახებ ეუთოსთვის ერთობლივი მიმართვა, ასევე, რეგიონული კომუნიკაციების განბლოკვის შესახებ ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და იურისდიქციის პრინციპების ფარგლებში და ორმხრივი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ასევე,
პროექტი „ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ნიკოლ ფაშინიანმა ირაკლი კობახიძეს ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებების საჯაროდ მისალმებისთვის მადლობა გადაუხადა.

  • No Comments
  • აგვისტო 12, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *