19 C ბათუმი
Sunday 20th July 2025
ნინო ჩხეტია: ვრჩებით ბოიკოტის რეჟიმში
By

ნინო ჩხეტია: ვრჩებით ბოიკოტის რეჟიმში

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლები, რომელთა უფლებამოსილება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ 17 ივლისის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე ცნო, ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან, – ამის შესახებ გაზეთ „აჭარასთან“ უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ნინო ჩხეტიამ განაცხადა.

„პარტიის გადაწყვეტილება ძალაშია, ვრჩებით ბოიკოტის რეჟიმში“, – გვითხრა ნინო ჩხეტიამ ჩვენს კითხვაზე, გეგმავენ თუ არა ახალი წევრები საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაში ჩართვას.

შეგახსენებთ, რომ 17 ივლისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ ცნო პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრების – ნინო ჩხეტიას და არჩილ სამნიძის უფლებამოსილება. მათ საკანონმდებლო ორგანოში თანაპარტიელები – ირაკლი ბოლქვაძე და გოჩა გუგუნავა ჩაანაცვლეს, რომელთაც სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო, ვადამდე შეუწყდათ სადეპუტატო უფლებამოსილება.

 

  • No Comments
  • ივლისი 18, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *