
By
ნინო წილოსანი: ვიზალიბერალიზაციით შანტაჟი, ქართველი ხალხის დაშინებას ემსახურება
ვიზალიბერალიზაციის გაუქმების რისკები კვლავ განხილვის თემაა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ნინო წილოსანის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციით შანტაჟი ქართველი ხალხის დაშინებას ემსახურება. მისივე თქმით, ამ ყველაფრის მიზანი ხელისუფლების ცვლილებაა.
„ბრიუსელის ბიუროკრატების მხრიდან ბევრი ზეწოლის იარაღი იქნა გამოყენებული ქართველ ხალხზე. ამ შემთხვევაში, ვიზალიბერალიზაციით შანტაჟი და მუქარა, რა თქმა უნდა, ემსახურება ქართველი ხალხის დაშინებას, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, რომ მათ არჩევანი გააკეთონ „ქართული ოცნების“ ალტერნატიულ პოლიტიკურ გუნდზე, თუნდაც ისინი ისეთი ამორალურები იყვნენ, როგორიც „ნაციონალური მოძრაობაა“, – განაცხადა მედიასთან საუბრისას ნინო წილოსანმა.