ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენისა და მხარდაჭერისათვის
By

ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენისა და მხარდაჭერისათვის

ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლაში, ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა VIII რეგიონული კონკურსი დაიწყო, რომელიც 18 ივნისს გალა კონცერტით დასრულდება.
კონკურსში მონაწილეობს სახელოვნებო სკოლის სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის 200-მდე მოსწავლე საორკესტრო, საფორტეპიანო და ვოკალური განყოფილებებიდან.
გახსნის ღონისძიებას აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე დაესწრო, რომელმაც ხაზი გაუსვა კონკურსის მნიშვნელობას და მონაწილეებს წარმატებები უსურვა. როგორც მან აღნიშნა, სამინისტრო მხარს დაუჭერს ყველა აქტივობას, რომელიც ხელს შეუწყობს ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენასა და პროფესიულ განვითარებას.

 

  • No Comments
  • ივნისი 30, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *