ნონა გაფრინდაშვილი სენიორ მოჭადრაკეთა შორის ასპარეზობს
By

ნონა გაფრინდაშვილი სენიორ მოჭადრაკეთა შორის ასპარეზობს

იტალიის ქალაქ გალიპოლიში სტარტი აიღო მსოფლიო ჩემპიონატმა სენიორ მოჭადრაკეთა შორის.

ჩემპიონატი ორ ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართება: +50 და +65.

ტურნირი შვეიცარიული სისტემით, 11 ტურად ჩატარდება.

ასპარეზობაში  64 ქვეყნის 458 მოჭადრაკე მონაწილეობს. საქართველოს სახელით ვაჟთა კატეგორიაში ასპარეზობენ: ალექსანდრე ყაშაშვილი (+50), ზურაბ სტურუა (+65), მიხეილ კეკელიძე (+50), ზაზა ხოფერია (+50),

ქალთა კატეგორიაში – ნონა გაფრინდაშვილი (+65), სოფიო ტერელაძე (+50), ინგა ხურცილავა (+50), სოფიო ნიკოლაძე (+50).

პირველ ტურში თითქმის ყველა ქართველმა მონაწილემ გაიმარჯვა.

 

მანანა ძიძიშვილი

  • No Comments
  • ოქტომბერი 23, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *