19 C ბათუმი
Tuesday 1st July 2025
ნუ დაყრით ნაგავს, გაუფრთხილდით ქალაქს
By

ნუ დაყრით ნაგავს, გაუფრთხილდით ქალაქს

მანანა ტაკიძე 577 10 1517 –

რამდენიმე დღეა, მოქალაქეები სოციალურ ქსელში გადავსებული ნაგვის ურნებისა და ნაგავსაყრელად ქცეული ქუჩების ფოტოებს აქვეყნებენ და უკმაყოფილებას გამოთქვამენ ამის გამო.

ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ ბათუმის სანდასუფთავების სამსახურს.

„სანაგვე ურნების დროულად დაცლა ვერ ხერხდება ქუჩებში მომრავლებული მანქანების, არასწორი პარკირებისა და საცობების გამო. ნაგავმზიდ მანქანებს საცობში დგომა უწევთ, რაც აფერხებს მათ მუშაობას. საგზაო მოძრაობის განტვირთვასა და სანდასუფთავების მანქანების გატარებას ხშირად უზრუნველყოფენ შესაბამისი სამსახურები, რომელთა დახმარების გარეშე ვერ ხერხდება კონკრეტულ ლოკაციებამდე მისვლა“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

სამწუხაროდ, არის ისეთი შემთხვევებიც, როცა ბევრი „ნასუფრალს“ იქვე, ქუჩაში ტოვებს, ვერ ხვდება, რომ ამით აზიანებს ქალაქის იმიჯს. სისუფთავის დაცვა ჩვენი, ყველას მოვალეობაა და ეს კარგად უნდა გავითავისოთ.

  • No Comments
  • აგვისტო 25, 2023

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *