ობიექტებმა დოკუმენტაცია კანონით გათვალისწინებულ ვადებში უნდა წარმოადგინონ
By

ობიექტებმა დოკუმენტაცია კანონით გათვალისწინებულ ვადებში უნდა წარმოადგინონ

ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია კაფე-ბარების მიერ ტროტუარზე პირველი კლასის კონსტრუქციისა და მაგიდა-სკამების განთავსების ნებართვის შესაბამისობას სწავლობს. ობიექტებმა დოკუმენტაცია კანონით გათვალისწინებულ ვადებში უნდა წარმოადგინონ.

უწყების ინფორმაციით, საზოგადოებრივ სივრცეში უნებართვოდ, ან ნებართვის დარღვევით განთავსებული კონსტრუქციები, მოქალაქეების უსაფრთხო გადაადგილებას უშლის ხელს. ქალაქის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი სივრცეების გამტარუნარიანობის მიზნით, ტროტუარის შეზღუდვის წესი მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2021 წელს დადგინა.

საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის თვითნებურ შეზღუდვას 150(1) მუხლის მე-3 ნაწილი აკონტროლებს, რაც  ჯიხურების, დახლების, ან სხვა მსუბუქი კონსტრუქციის თვითნებურ განთავსებას გულისხმობს და ფიზიკურ პირზე 500, იურიდულ პირზე 1000 ლარის ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს. იგივე ქმედება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში, ჯარიმდება 5 000 ლარით.

  • No Comments
  • ნოემბერი 21, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *