ოლიმპიადა გრძელდება
გუშინ მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს წარმომადგენლები – ფიგურისტები დიანა დევისი და გლებ სმოლკინი რიტმულ ცეკვებში მოკლე პროგრამით წარსდგნენ.
პროგრამაში 23 წყვილი გამოდიოდა. ფინალურზე მხოლოდ 20-მა უნდა იასპარეზოს. ჩვენმა სპორტსმენებმა კარგად ისრიალეს და ფინალურ ოცეულში შვიდნენ.
დიანასა და გლების გამოსვლა მსაჯებმა 77,15 ქულით შეაფასეს, აქედან 43,23 ტექნიკურ ელემენტში მიიღეს, ხოლო 33,92 ქულა – პროგრამულ კომპონენტებში.
მთლიანობაში მათ მე-13 ადგილი დაიკავეს და ხვალ, 11 თებერვალს, ფინალურ ეტაპზე თავისუფალი პროგრამით იასპარეზებენ.
დღეს ნიკა ეგაძე მოკლე პროგრამით წარსდგება, რაც ასევე, დიდ ინტერესს იწვევს გულშემატკივრებში. აქ ნიკას უფრო კარგ გამოსვლას ველოდებით, ვიდრე ეს გუნდურში იყო.
გუნდურ შეჯიბრებაზე საქართველოს ნაკრებმა მეოთხე ადგილი დაიკავა. ეს არ არის ცუდი შედეგი ჩვენი გუნდისთვის, რომელიც სპორტის ამ სახეობაში მედლებისთვის პირველად იბრძოდა, შეიძლება ითქვას, ისტორიული შედეგიც კი არის, მაგრამ გულდასაწყვეტია, რომ გუნდს სულ მცირე – ორი ქულა დააკლდა ბრინჯაოს მედლების მოსაპოვებლად. ამიტომ ველოდებით ასე ინტერესით როგორც წყვილების, ისე ნიკა ეგაძის გამოსვლას.
წარმატება ვუსურვოთ ჩვენს მოციგურავეებს.
მანანა ძიძიშვილი