19 C ბათუმი
Wednesday 2nd July 2025
ომი – უკრაინაში
By

ომი – უკრაინაში

უკრაინის საჰაერო ძალებმა გავრცელეს ინფორმაცია, რომ სამშაბათს ღამით რუსეთმა ქვეყანას მხოლოდ ორი „შაჰდისი“ დრონით შეუტია.
გავრცელებული ინფორმაციით, ორივე ჩამოაგდეს ხმელნიცკის რაიონში. უწყებაში ამბობენ, რომ მტერმა უპილოტო საფრენი აპარატები პრიმორსკო-ახტარსკის რეგიონიდან გაუშვა.
კუპიანსკი, სვიატოვო და კრემენნაია ამ დროისთვის რუსული საოკუპაციო ძალების მთავარი სამიზნეა. ომის კვლევის ინსტიტუტის მონაცემებით, რუსულმა არმიამ შეტევა სწორედ ამ მიმართულებით გაააქტიურა, თუმცა უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, თავდაცვის ძალებმა ოკუპანტების მოგერიება შეძლეს.

  • No Comments
  • დეკემბერი 19, 2023

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *