ოპოზიცია სპეკულირებს, საქართველო კი ევროპის საუკეთესო ოცეულშია დემოკრატიის ინდექსით
By

ოპოზიცია სპეკულირებს, საქართველო კი ევროპის საუკეთესო ოცეულშია დემოკრატიის ინდექსით

გამოქვეყნდა 2024 წლის ფარგლებში სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსი, სადაც საქართველოს მნიშვნელოვანი წინსვლა გამოჩნდა. ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში გამოხატავს თავის მოსაძრებას ამ საკითხთან დაკავშირებით.  მისი თქმით,  ბრიუსელის და აქაური დესტრუქციული ოპოზიციის სპეკულაცია ქვეყნის დემოკრატიის უკუსვლისა და რუსული ვექტორის თაობაზე, რეალობასაა  აცდენილი. ასეთი სიცრუე ვისთვის არის განკუთვნილი, როცა სიმართლე ხელის გულზე დევს? სვამს შეკითხვას ექსპერტი.

„პარადოქსების ხანაში გვიწევს ცხოვრება. ერთი მხრივ, ევრობიუროკრატია ცდილობს, მოაწყოს არეულობა ჩვენს ქვეყანაში, გაავრცელოს სიცრუე საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და მეორე მხრივ, ევროკომისიის ყოველწლიურ ანგარიშებში საქართველო ყველა მიმართულებით მოწინავე პოზიციებს იკავებს.ევროკომისია ეყრდნობა ისეთ საერთაშორისოდ აღიარებულ ორგანიზაციებს, როგორებიცაა მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი, გაერო და ა.შ.საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს „ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების“, „მიმზიდველი საბაზრო ეკონომიკის”, „კეთილსაიმედო კანონმდებლობის და პოლიტიკის” სახით და ა.შ. დღეს გამოქვეყნდა 2024 წლის ფარგლებში სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსი, სადაც მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს – მსოფლიოში 36-ე ადგილი და ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვედრა. სასამართლოს დამოუკიდებლობით საქართველო უსწრებს არა მარტო კანდიდატ ქვეყნებს, არამედ ბევრ ევროკავშირის წევრ ქვეყანას. ასე, რომ სპეკულაცია ბრიუსელის და აქაური დესტრუქციული ოპოზიციის მიერ ქვეყნის დემოკრატიის უკუსვლასა და რუსულ ვექტორთან დაკავშირებით რეალობას არის  აცდენილი და ვისთვის არის ეს სიცრუე განკუთვნილი, როცა სიმართლე ხელის გულზე დევს, გაუგებარია.” – წერს ფოჩხუა.

  • No Comments
  • აგვისტო 22, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *