ორბანი: დავუპირისპირდები როგორც ბრიუსელს, ისე უკრაინელებს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის განცხადებით, უნგრეთის ოპოზიციურმა პარტიამ „ტისა“, ბრიუსელმა და უკრაინელებმა შეთანხმებას მიაღწიეს, რათა აპრილში საპარლამენტო არჩევნების შედეგად, უნგრეთში პროუკრაინული მთავრობა მოვიდეს, რომელიც უკრაინელების მოთხოვნებს შეასრულებს.
„უკრაინელებმა ყველაფერი დადეს მაგიდაზე. ისინი ამას არც მალავენ. ისინი ამას ღიად ამბობენ. ზელენსკი ჩვენ დაგვემუქრა კიდევაც. ის ემუქრება ჩვენს ქვეყანას, მთავრობას და აგრეთვე პრემიერ-მინისტრს. ამ შემთხვევაში, ოპოზიცია უნგრელების მხარეს არ არის. ის უკრაინის მხარესაა, იმიტომ, რომ უკრაინელებმა, პარტია „ტისამ“ და ბრიუსელმა ჩვენს ზურგს უკან შეთანხმებას მიაღწიეს. მათ არჩევნების შემდეგ უნგრეთში პროუკრაინული მთავრობა სურთ, რომელიც უკრაინელების მოთხოვნებს დაეთანხმება, შეუშვებს მათ ევროკავშირში, გაუგზავნის უნგრელების ფულს კიევს და უნგრეთს იაფი ენერგიის გარეშე დატოვებს. ჩვენ ჩვენი ინტერესები უნდა დავიცვათ. ამას ვაკეთებდი ადრეც. არ დავიხევ უკან და თუ საჭირო გახდება, დავუპირისპირდები როგორც ბრიუსელს, ისე უკრაინელებს“, – აღნიშნა ორბანმა.