18 C ბათუმი
Wednesday 18th June 2025
ორდღიანი მასტერკლასები გრძელდება
By

ორდღიანი მასტერკლასები გრძელდება

ბათუმში განთავსების ობიექტების დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებისთვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი მასტერკლასები და პროფესიის საპოპულარიზაციო შოუ-ჩვენებები იმართება.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, დალაგება-დასუფთავების სფეროში საქართველოში ცნობილმა და გამოცდილმა ექსპერტებმა პრაქტიკული ტრენინგები გამართეს თემებზე: თანამედროვე ხსნარები და საწმენდი საშუალებები მყარი და რბილი ზედაპირების დასუფთავებისთვის, საჭირო მანქანა-მოწყობილობები და ინვენტარი, სამრეცხაოსა და ქიმწმენდის მუშაობის სპეციფიკა, სასტუმრო ინდუსტრიაში გამოყენებული ქსოვილები, მათი მოვლა-შენარჩუნება,
სასტუმრო ნომრის სპეციფიკიდან გამომდინარე მისი სწრაფად დალაგების თანამედროვე ტექნიკა.
ორდღიან ღონისძიებას აჭარის განთავსების ობიქტების დასუფთავების სამსახურის 100-მდე მოქმედი თანამშრომელი ესწრება.

 

  • No Comments
  • ივნისი 18, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *