
By
ორი – ვერცხლი, ორი – ბრინჯაო
საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მძლეოსნობაში, რომელშიც აჭარის ნაკრების წევრები აჭარის სპორტის დეპარტამენტის დაფინანსებით მონაწილეობდნენ, ჩვენმა სპორტსმენებმა ორი ვერცხლისა და ამდენივე ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრეს.
სამმაგ ხტომაში ვიცე – ჩემპიონი მათე მეჯიდოვი გახდა, ხოლო 400 მეტრზე რბენში – მილენა დიასამიძე.
800 მეტრზე რბენში მილენა დიასამიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ხოლო გიორგი კუდაკოვმა – 200 მეტრზე რბენში.
გუნდურ ჩათვლაში აჭარის ნაკრები მესამე ადგილზე გავიდა.
წარმატებას ვულოცავთ სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელებს – კახა ვაჩეიშვილს, კახა ხომერიკს და ომარ მეჯიდოვს.
მანანა ძიძიშვილი