
ორმხრივი თანამშრომლობის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს
აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში იმყოფება. მინისტრს ქალაქ ვესპრემის მერმა ჯიულა პორგასმა უმასპინძლა. სამუშაო შეხვედრაზე საქართველო-უნგრეთს შორის კულტურულ სფეროში არსებული კავშირების გაძლიერების პროცესში, ორი პარტნიორი ქვეყნის ქალაქების ორმხრივი თანამშრომლობის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ვესპრემის მერმა სტუმრებს ევროპის კულტურის დედაქალაქის პროგრამაში მონაწილეობის გამოცდილება გაუზიარა. ქალაქი აღნიშნულ პროგრამას 2023 წელს შეუერთდა.
ელისო ბოლქვაძის განცხადებით, აჭარის რომელიმე ქალაქისთვის კულტურის დედაქალაქის სტატუსის მინიჭების პროცესში მნიშვნელოვანია არსებული პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება.
შეხვედრას საქართველოს ელჩი უნგრეთში ნიკოლოზ ლალიაშვილი, აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილე ირმა აბულაძე, საელჩოს უფროსი მრჩეველი არჩილ სოხაძე და სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის შემდეგ ქართული დელეგაციის წევრებმა, ევროპის კულტურის დედაქალაქის მემკვიდრეობის ტურის ფარგლებში, ვესპრემის ისტორიულ ციხესიმაგრეში (Dungeon) არსებული მუზეუმი, ციფრული გამოცდილების ცენტრი (CODE), ქალაქის მუზეუმი (Laczkó Dezső) და ცეკვისა და მოძრაობის კულტურული ცენტრი (ActiCity Dance and Movement Center) დაათვალიერეს.
ინფორმაციას აჭარის კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
გალერეა
