By
ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს
აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე ქალაქ ბათუმში თურქეთის გენერალურ კონსულს ადნან ალთაი ალთინორს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს კულტურის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისა და 2026 წელს ერთობლივი ინიციატივების განხორციელების პერსპექტივები.
სამუშაო შეხვედრას, რომელიც საკონსულოს შენობაში გაიმართა, ესწრებოდნენ კულტურის მინისტრის მოადგილეები – ვლადიმერ მგალობლიშვილი, ბადრი ნაკაშიძე და ირმა აბულაძე, ასევე – საკონსულოს წარმომადგენლები.
