ორ ქვეყანას შორის მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები განიხილეს
By

ორ ქვეყანას შორის მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები განიხილეს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ თურქეთის გენერალურ კონსულთან ბათუმში, ადნან ალთაი ალთინორთან შეხვედრა გამართა. თორნიკე რიჟვაძემ კონსულს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მას შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები განიხილეს და იმედი გამოთქვეს, რომ სხვადასხვა მიმართულებით არსებული თანამშრომლობა სამომავლოდ კიდევ უფრო გაძლიერდება.

  • No Comments
  • ოქტომბერი 29, 2024

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *