ოფიციალური ვიზიტით – ბუდაპეშტში
By

ოფიციალური ვიზიტით – ბუდაპეშტში

აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე, უნგრეთის კულტურისა და ინოვაციების მინისტრის ბალაშ ჰანკოს მიწვევით, ოფიციალური ვიზიტით ბუდაპეშტში იმყოფება, სადაც ოფიციალურ პირებთან და კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს.

სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის პირველ დღეს აჭარის კულტურის მინისტრმა უნგრეთის ეროვნული თეატრის გენერალურ დირექტორთან ატილა ვიდნიანსკისთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის ბუდაპეშტის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობაზე ისაუბრეს, რომელიც 2026 წლის აპრილში გაიმართება. მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ელჩი უნგრეთში ნიკოლოზ ლალიაშვილი და აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილე ირმა აბულაძე.

  • No Comments
  • სექტემბერი 16, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *