„ოქროს ბურთი“ უსმან დემბელემ მოიგო
By

„ოქროს ბურთი“ უსმან დემბელემ მოიგო

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში France Football-ის “ოქროს ბურთის” ყოველწლიური გალა დაჯილდოების რიგით 69-ე ცერემონია გაიმართა. მთავარი პრიზის  გარდა, გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში დასახელდნენ.   წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი ზედიზედ მეორედ, ლამინ იამალი  გახდა, წლის საუკეთესო მწვრთნელი – ლუის ენრიკე (პსჟ), წლის საუკეთესო მეკარე – ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ, ამჟამად -„მანჩესტერ სიტი“), წლის საუკეთესო თავდამსხმელი – ვიქტორ დიოკერეში („არსენალი“), წლის საუკეთესო გუნდი – პსჟ.

ცერემონიის კულმინაცია “ოქროს ბურთის” გამარჯვებულის გამოცხადების პროცესი იყო. ბოლოს ორი ვარიანტი დარჩა – უსმან დემბელე და ლამინ იამალი. საბოლოოდ, გამარჯვება პსჟ-ს ფეხბურთელს დემბელეს ერგო, რომელმაც ეს ჯილდო კარიერაში პირველად მოიგო.

აღსანიშნავია, რომ დემბელე აქამდე 30 ნომინანტს შორისაც კი არასდროს ყოფილა დასახელებული, მაგრამ მან 2024/25 წლების სეზონი  საუკეთესოდ ჩაატარა.

30 ნომინანტს შორის ხვიჩა კვარაცხელიაც იყო, რომელიც საბოლოოდ, მე-12 ადგილზე გავიდა, რითაც მისივე შედეგი გააუმჯობესა – ორი წლის წინ კვარა მე-17 იყო.

 

 

 

  • No Comments
  • სექტემბერი 23, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *