პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბერი არ იქნება უბრალოდ პროტესტის თარიღი, ეს იქნება ისტორიული გამარჯვების დღე
By

პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბერი არ იქნება უბრალოდ პროტესტის თარიღი, ეს იქნება ისტორიული გამარჯვების დღე

მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ ჟურნალისტებთან განაცხადება გააკეთა, სადაც 4 ოქტომბრის გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით, 4 ოქტომბერი იქნება  ისტორიული გამარჯვების დღე.
„ამ განცხადების ადრესატი არ არის არცერთი პოლიტიკური პარტია და არცერთი პოლიტიკოსი. ამიტომაც, მივმართავ მის უდიდებულესობას, ქართველ ხალხს. 4 ოქტომბერს, 16:00 საათზე ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე, ვატარებთ ეროვნულ კრებას, ვიბრუნებთ რეჟიმის მიერ მიტაცებულ ქვეყანას და ხმას ვაძლევთ საქართველოს გათავისუფლებას. ივანიშვილს უნდა ჩამოვართვათ უკანონოდ მითვისებული ძალაუფლება და დავუბრუნოთ ხალხს. 4 ოქტომბერი არ იქნება უბრალოდ პროტესტის თარიღი, ეს იქნება ისტორიული გამარჯვების დღე. ასე რომ, 4 ოქტომბერი ცხადდება ივანიშვილის მშვიდობიანი დამხობის დღედ. მოემზადე, საქართველო, ბრძოლა ბოლომდე“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

 

 

 

 

  • No Comments
  • ივლისი 31, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *