პაატა იმნაძე მოსახლეობას მიმართავს
By

პაატა იმნაძე მოსახლეობას მიმართავს

დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 40 გრადუსს გასცდა. სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში 41 გრადუსი სიცხე დაფიქსირდება აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისშიც.

ტემპერატურის მოსალოდნელ მატებასთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე მოქალაქეებს რეკომენდაციებს უზიარებს. მისი თქმით, ამ პერიოდში უნდა გვეცვას ღია ფერის ფართო, ადვილად განიავებადი ნაჭრით შეკერილი ტანსაცმელი.
„აუცილებლად უნდა გვეხუროს ქუდი. ვისაც სახლში არ აქვს კონდიცირების საშუალება, გამოიყენოს საზოგადოებრივი ადგილები – აფთიაქები, დიდი მოლები, მაღაზიები, სადაც კონდიცირებული ჰაერია.
სახლში რომ შევინარჩუნოთ ტემპერატურა, თუ მზე ადგება, მით უმეტეს, დავხუროთ დარაბები. ღამის საათებში – პირიქით, გავაღოთ, რომ განიავდეს კარგად.
ასევე, ექიმთან უნდა გავიაროთ კონსულტაცია, ხომ არ მივიღოთ დამატებით რაიმე პრეპარატები ან დოზები როგორ შევცვალოთ“, – აცხადებს ჟურნალისტებთან საუბარში პაატა იმნაძე.

 

 

  • No Comments
  • ივლისი 30, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *