პარლამენტის ყოფილ შენობაში „საქპატენტის“ სასწავლო ცენტრი განთავსდება
By

პარლამენტის ყოფილ შენობაში „საქპატენტის“ სასწავლო ცენტრი განთავსდება

ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში, „საქპატენტის“ სასწავლო ცენტრი განთავსდება, – ამის შესახებ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის, „საქპატენტის“ თავმჯდომარე სოსო გიორგაძემ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, ინფრასტრუქტურის განახლების მიზნით, პარლამენტის ყოფილ შენობაში სარემონტო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.

„კანონი მოითხოვს, ერთი მხრივ, პატენტრწმუნებულთა გამოცდები ჩატარდეს გარკვეული პერიოდულობით და, მეორე მხრივ, განგრძობითი განათლება არის ერთ-ერთი სავალდებულო კომპონენტი. „საქპატენტის“ სასწავლო ცენტრი, სრულიად განახლებული ინფრასტუქტურით, მოემსახურება როგორც გამოცდებს, ასევე, განგრძობით განათლებას. გარდა ამისა, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად, ჩვენ რამდენიმე პროექტს ვახორციელებთ, რაც გულისხმობს, რომ საქართველოში ჩატარდება საერთაშორისო დონის ტრენინგები და სემინარები. მათ შორის, ნაწილი, უკვე სხვადასხვა ფორმატში ტარდება“, – განაცხადა სოსო გიორგაძემ.

  • No Comments
  • ნოემბერი 14, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *