18 C ბათუმი
Tuesday 24th June 2025
პარლამენტმა გენერალურ პროკურორად გიორგი გვარაკიძე აირჩია
By

პარლამენტმა გენერალურ პროკურორად გიორგი გვარაკიძე აირჩია

 

საქართველოს პარლამენტმა გენერალურ პროკურორად გიორგი გვარაკიძე 83 ხმით, ერთხმად აირჩია. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, კენჭისყრამდე, დეპუტატებმა გიორგი გვარაკიძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს, სადაც კანდიდატმა პროკურატურის შემდგომი განვითარების შესახებ ისაუბრა.

პარლამენტში გიორგი გვარაკიძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭომ წარადგინა.

რეგლამენტის თანახმად, საქართველოს გენერალურ პროკურორს პარლამენტი, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 6 წლის ვადით ირჩევს.

  • No Comments
  • ივნისი 24, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *