18 C ბათუმი
Friday 13th June 2025
პარლამენტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანას მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
By

პარლამენტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანას მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, პარლამენტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანას მესამე მოსმენით, 84 ხმით, ერთხმად დაუჭირა მხარი.
უწყების ინფორმაციით, როგორც საკითხზე მომხსენებელმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თორნიკე ჭეიშვილმა განმარტა, კანონპროექტის თანახმად, მთავრობისგან თანხმობის მიღების ვალდებულებას აღარ დაექვემდებარება ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის, „ჰორიზონტი ევროპის“ (Horizon Europe) და ევროკავშირის პროგრამა ერაზმუს+ (Erasmus+)--ის, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის შემოქმედებითი ევროპის პროგრამის ფარგლებში გაცემული გრანტები.
კანონპროექტის მიხედვით, გრანტის ცნების შესახებ ჩანაწერიც ზუსტდება. კერძოდ, ცვლილებით, მათ შორის, ტექნიკური თუ საექსპერტო დახმარება, ცოდნის გაზიარება და სხვა მსგავსი კონტრიბუცია, ასევე მიჩნეული იქნება გრანტად. გარკვეული ტექნიკური დაზუსტებებია გრანტის ფარგლებში გაცემული სახსრების გამოყენების სფეროებთან მიმართებითაც, რომელიც უკავშირდება ჰუმანიტარულ, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს და აგრეთვე, ზუსტდება გრანტის გამცემი სუბიექტების ნუსხა.

  • No Comments
  • ივნისი 12, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *