
პარტიებმა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ცესკოს მიმართეს
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ბრიფინგი გაიმართა – ცესკოს პრესსპიკერის ნათია იოსელიანის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად საარჩევნო კომისიას სამმა პოლიტიკურმა პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“, „ქართულმა ოცნებამ“ და „ლელო საქართველოსთვის“ მიმართა.
„სხვა პარტიებს, რომლებსაც აქვთ გასულ საპარლამენტო არჩევნებში რეგისტრაცია ან ჰყავთ წარმომადგენელი პარლამენტში, უფლება აქვთ, 8 აგვისტოს ჩათვლით მოგვმართონ. რაც შეეხება პარტიებს, რომლებსაც არ ჰქონდათ რეგისტრაცია გასულ საპარლამენტო არჩევნებზე, არც საქართველოს პარლამენტში არ ჰყავთ წარმომადგენელი, ასეთ პარტიებს ჰქონდათ შესაძლებლობა, 14 ივლისის ჩათვლით მოემართათ. მოგვმართა ორმა. ესენია: „კონსერვატორები საქართველოსთვის“ და „მამული, ენა, სარწმუნოება“, – აღნიშნა ნათია იოსელიანმა.